სიახლეები

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა


Natali Academy საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, ჩაერთო. 2 სექტემბერს, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების დასკვნითი, სასერტიფიკატო გამოცდა, გაიმართა. პროგრამის მონაწილეებმა 2 თვიანი სწავლების შემდეგ, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რაც საგამოცდო კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. პროგრამის ბენეფიციარებმა, აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა, პერსონალი და სწავლების მეთოდები დადებითად შეაფასეს, ხოლო მასწავლებლის, ქ-ნი ელენე ვართანიანის მიმართ, უდიდესი მადლიერება გამოხატეს. აკადემია თავის მხრივ მადლობას უცხადებს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ნდობისა და არჩევანისთვის და უსურვებს მათ წარმატებულ საქმიანობას.

შეხვედრა პროფესიული განათლების კერძო პროვაიდერებთან


2017 წლის 20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების შინაარსი.კოლეჯებს ასევე გააცნეს მოთხოვნები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებით.შეხვედრას ესწრებოდა Natali Academy-ის სწავლების მენეჯერი ქ-ნი ნინო საბანაძე

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაზე“ რეგისტრაცია დაიწყო.


„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაზე“ რეგისტრაცია დაიწყო. Natali Academy-მ, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციართა ერთი ჯგუფი უკვე მოამზადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპი იწყება. აკადემია კვლავ აგრძელებს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობას და მსურველების ქალის სტილისტის პროფილით მომზადებას.

პროგრამები

კონტაქტი