2018-11-01 10:10:43
2018 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოში ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა„ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველისა და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) რეგიონალული მისიის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში პარტინორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის და ჰუმანიტარული სტატუსი მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობასა და მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნას, ვინაიდან საერთაშორისო დაცვის მქონე, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებლები საჭიროებენ მათი ადამიანური რესურსების და პროფესიული უნარ-ჩვევების ეფექტიანად გამოყენებას, იმისათვის, რომ უმოკლეს დროში მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი თავის ეკონომიკური უზრუნველყოფა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დასაქმების კომპონენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მათთან თანამშრომლობა და მათი დასაქმების ფორუმში ჩართვა. ამ მიზნით,
პროექტი 2018 წლის დეკემბერის დასაწყისში ითვალისწინებს დასაქმების ფორუმის გამართვას, სადაც მოწვეული იქნებიან მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.
პროექტს დაესწრო Natali Academy-ს წარმომადგენლობა. აკადემია, წლებია უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან აღნიშნული მიმართულებით. აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერმა, ქ-მა მ. მახარაშვილმა პროექტის ორგანიზატორებს, ამ მიმართულებით დაწესებულების გამოცდილება გააცნო და შემდგომი თანამშრომლობა შესთავაზა.