სიახლეები

« სხვა სიახლეები

„თმისა და სილამაზის მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი

2018-06-15 12:51:27

მიმდინარე წლის 13 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მომსახურების სფეროს მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც განხილული იქნა „დასუფთავების სამსახურის სპეციალისტის“ პროფესიული სტანდარტის,„თმისა და სილამაზის მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტები და „სასტუმრო, რესტორანი და კვება“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი. 
 
წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა პროექტების საჯარო განხილვა (დოკუმენტების პროექტები ატვირთული იყო ცენტრის ვებგვერდზე). საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის ზემოაღნიშნული პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენისრეკომენდაციას.

პროგრამები

კონტაქტი