სიახლეები

« სხვა სიახლეები

ნატალი აკადემია, გილოცავთ საგამოცდო ბარიერის წარმატებით გადალახვასა და სტუდენტობას.

2020-09-11 09:57:12

ძვირფასო აპლიკანტებო:

ნატალი აკადემია, გილოცავთ საგამოცდო ბარიერის წარმატებით გადალახვას და სტუდენტობას.

გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი შედეგები განათლების ერთიანი სისტემის ბაზაში (ემისი) და მონიშნოთ თქვენი არჩევანი საგანმანათლებლო პროგრამაზე,

აღნიშნულის შემდეგ, გთხოვთ წარმოადგინოთ პირადი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობის ასლი, ატესტატის ასლი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი)

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოცხადდეთ კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით და წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტებით (წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი ან ამ ფაქტის სხვა რელევანტური დამადასტურებელი დოკუმენტი).

პირები,რომლებიც აკადემიის ადმინისტრაციის მიერ დარეგისტრირდნენ, გთხოვთ, დაუკავშირდით აკადემიას

ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით და წარმოადგინოთ ზემოთ დასახელებული დოკუმენტები.

აკადემიის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (მეტრო სადგურ ვაჟა-ფშაველასთან).

ტელ :032 21420 20 

ელ-ფოსტა: info@nataliacademy.ge

 
 

 

პროგრამები

კონტაქტი