სიახლეები

« სხვა სიახლეები

პროფესიული სტუდენტებისსემინარი

2019-02-08 06:31:07

2019 წლის 5 თებერვალს NATALI ACADEMY-ში გაიმართა სემინარი, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე გააკეთეს მოხსენებები. პროფესიულმა სტუდენტებმა საკითხის შესწავლისთვის განახორციელეს ქუჩის გამოკითხვები, თეატრალურ და კინო ხელოვნებაში გრიმისა და საინტერესო ვარცხნილობების შესწავლის მიზნით მოუწიათ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივში, ასევე თბილისის თეატრებში ვიზიტები და ინტერვიურება მსახიობებსა თუ გრიმიორებთან.

თითოეული მომხსენებლის გამოსვლას თან ახლდა საინტერესო დისკუსია.

 

სემინარს ესწრებოდა ქ-ნი ნატალია თოლორაია, მან სტუდენტებს ესაუბრა, თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე, ქართული ბაზარის თავისებურებებსა და ვიპ-მომსახურების უპირატესობებზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთა ასევე სალონის მართვის ასპექტებზე.

 

სემინარის ბოლოს პროფესიულმა სტუდენტებმა ქ-ნ ნატალია თოლორაის, პროფესიული განათლების მასწავლებელს ქ-ნ ელენე ვართანიანსა და აკადემიის ადმინისტრაციას, აკადემიაში მიღებული ცოდნისთვის „მადლიერების სერტიფიკატები“ გადასცეს.

 

სასემინარო თემები და მომხსენებლები:

თემის დასახელება

მომხსენებელი/მომხსენებლები

ქართული თეატრი, გრიმი და ვარცხნილობა

ნანა წერედიანი

ფატი ბანძელაძე

თანამედროვე სალონები, მოთხოვნები დაგეგმარების, უსაფრთხოებისა და სანიტარიის მიმართ

რეზი ტერელაძე

ეპოქები, ვარცხნილობები და მათი თავისებურებები ცნობილი მხატვრების ტილოებზე

ნანი ჯიხვაძე

სილმაზის ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდები და აკადემიები

ქრისტინე აკოფიანი

ანა ხაჩატურიანი

სილმაზის ინდუსტრია და ქართული ბრენდები

თათა ჩუბინიძე

მერი წიკლაური

თმის სპა პროცედურები - ისტორია და თანამედროვეობა

ნათია ზედგენიძე

ფრამეზის თმის მოვლის საშუალებები

მედეა მორჩილაძე

ელმირა დგებუაძე

მომსახურების ეტიკეტი და პროფესიული ეთიკა

თამარ ქუთელია

 

 

პროგრამები

კონტაქტი