სიახლეები

« სხვა სიახლეები

შესაბამისობის კვლევა ბიზნეს-სექტორსა და მოთხოვნად პროფესიებთან დაკავშირებით

2018-12-24 13:23:03

2018 წლის 24 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „შესაბამისობის კვლევა რეგიონული ბიზნეს-სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის“ ფარგლებში დუალური პროფესიული განათლების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის არსებული გზების კვლევა და პროფესიული სწავლების დუალური სწავლების მოდელის დანერგვის იდეის შეფასება. კვლევის კომპონენტს წარმოადგენდა ასევე შრომის ბაზრის შესწავლა, ვინ არიან ძირითადი დამსაქმებლები და რა პროფესიის სპეციალისტებზე აქვთ მოთხოვნა.

კვლევის სამიზნე ჯგუფსა და არეალს წარმოადგენდა, იმერეთი , შიდა ქართლი და სამცხე ჯავახეთი.

კვლევა განახორციელა კომპანია „ჯეპრამ“.

 

პროგრამები

კონტაქტი