« სხვა სიახლეები
მეორადი ჩარიცხვები
2020-10-19 10:08:30
2020 წლის 12 -15 ოქტომბრის ჩათვლით აპლიკანტებს, რომლებიც პროფესიული ტესტირების/კონკურსის/შიდა შერჩევის შედეგების გათვალისწინებით, ვერ ჩაირიცხნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (
vet.emis.ge) გააკეთონ არჩევანი აკადემიის პროგრამებზე დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.
ამისათვის ეწვიეთ ვებგვერდს –
vet.emis.ge , გაიარეთ ავტორიზაცია, რის შემდეგაც შეგიძლიათ გამოცხადდეთ აკადემიაში შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით:
1. პირადობის მოწმობა
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტები.