სიახლეები

« სხვა სიახლეები

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის დასკვნითი კონფერენცია

2017-10-18 07:12:05

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე პროექტის მნიშვენლობისა და შედეგების მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი პეტრიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის  დირექტორმა ბ-ნმა ფელიქს ჰეტმა,  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ბ-ნმა გიორგი ჭანტურიძემ.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო პროგრამა, მონიტორინგის მიერ, გასულ წელთან შედარებით, დადებითად შეფასდა. 

 

 

პროგრამები

კონტაქტი