სიახლეები

« სხვა სიახლეები

6 ივლისიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება

2020-07-01 17:21:18

ნატალი აკადემიამ გაიარა ინსპექტირება და მიიღო დადებითი შეფასება, რაც იმის ნიშანია, რომ აკადემიაში სრულადაა დაცული და გათვალისწინებული, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა სახის რეკომენდაცია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფირმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისის თვიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში.
ამ ეტაპზე ინსპექტირება გრძელდება და 6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი განაახლებს სასწავლო პროცესს.

https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/4259974507353595 

 

პროგრამები

კონტაქტი