სიახლეები

« სხვა სიახლეები

სილამაზის მომსახურების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების ოპტიმიზაცია

2017-06-26 09:07:47

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება სილამაზის მომსახურების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების ოპტიმიზაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა, სფეროს ყველა მიმართულება ერთ პროგრამაში გაერთიანდეს. ოპტიმიზაციის მიზანს წარმოადგენს ასევე, პროგრამების განხორციელების მაქსიმალურად ოპტიმალური დროის განსაზღვრა, რაც არსებულ მოდულურ პროგრამებში ჭარბ კრედიტებს შეამცირებს და სასურველი პროფესიის შესწავლა დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება.

 

პროგრამების ოპტიმიზაციის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრები შედგა სსიპ-საზოგადოებრივ კოლეჯ "მერმისში". სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy“-ის მასწავლებელმა ელენე ვართანიანმა და ხარისიხს მენეჯერმა მანანა მახარაშვილმა.

 

პროგრამები

კონტაქტი