სიახლეები

« სხვა სიახლეები

შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი Natali academy“ აცხადებს მიღებას სტილისტის მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სილამაზის მომსახურების უნივერსალურ სპეციალისტებს ამზადებს.

2017-08-01 07:32:29

შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი Natali academy“ აცხადებს მიღებას სტილისტის მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც  სილამაზის მომსახურების უნივერსალურ სპეციალისტებს ამზადებს.

 

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით კლასიკური, საღამოსა და სადღესასწაულო ვარცხნილობების ტექნოლოგიებს, უცხო ენას, მოდისა და საპარიკმახერო საქმის თანამედროვე ტენდენციებს.

ასევე „Natali"-ის წამყვანი სპეციალისტები და ხელმძღვანელები შეგასწავლიან თანამედროვე სალონების მართვის და ხელმძღვანელობის პრინციპებს, სალონის მართვისთვის აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

სწავლის ხანგრძლივობაა  10 თვე. პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ სტილისტის  მე-3 საფეხურის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს.

ჩვენთან სწავლა მცირერიცხოვან  ჯგუფებში მიმდინარეობს, ამიტომ ადგილები შეზღუდულია.

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით.

მისმართზე: კოსტავას 67 (ტელევიზიის პირდაპირ)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 577507023,    0322142020,     577507034

პროგრამები

კონტაქტი