2017-01-17 12:24:48
Worldskills Georgia - მესამე ეროვნული შეჯიბრება
17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. ღინისძიებას ესწრებოდნენ: Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს, ასევე დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეებს მიულოცეს ამ მნიშვნელოვან ღონისძებაში მონაწილეობა და აქცენტები გააკეთეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის პრიორიტეტებზე.
Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში გაიმართება: საპარიკმახერო საქმე, სარესტორნო სერვისი, საკონდიტრო და სამზარეულო საქმე, გრაფიკული და ვებდიზაინი. საპარიკმახერო საქმის კონკურსს NATALI ACADEMY მასპინძლობს. NATALI ACADEMY, NATALI GROUP-თან ერთად Worldskills Georgia-ს ოფიციალური სპონსორია.
WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდება. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის 14-19 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
კონკურსში აკადემიის სამი კურსდამთავრებული იღებს მონაწილეობს. NATALI ACADEMY წარმატებას უსურვებს ყველა კონკურსანტს.