სიახლეები

« სხვა სიახლეები

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა

2023-08-18 16:04:00

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც ფლობს თვითდასაქმებად პროფესიას (აღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს კვალიფიკაციის ან/და მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია)
განაცხადები მიიღება 2023 წლის 16 აგვისტოდან -15 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 4 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები 
პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:
1.       ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
 
2.       ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
 
3.       ქ. რუსთავი, კოსტავას N20;
 
4.       ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27
 
5.       ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106
ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .
პროგრამა და განაცხადი ფორმა ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.idp.moh.gov.ge (იხ. ლინკი: https://idp.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202301081806435236252027
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 14 02 41 / 032 2 14 02 43.
 
 

პროგრამები

კონტაქტი