2016-04-15 15:56:04
15 აპრილს მარნეულის კულტურის სახლში პროფესიული განათლების ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს პროფესიული კავშირების, ქვემო ქართლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივმა კოლეჯმა Natali Academy. კოლეჯის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. აკადემიის სტუდენტებმა ადგილზევე მოახდინეს სწავლის შედეგების დემონსტრირება და ფესტივალის დამსწრეებს უსასყიდლოდ შესთავაზეს ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთება.