სიახლეები

« სხვა სიახლეები

პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი 12.07.2022

2022-07-13 13:01:00

2022 წლის 12 ივლისს სასტუმრო ბილტმორში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’.

ფორუმზე მოწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო კოლეჯების 100-მდე პარტნიორი და არაპარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაცია.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს : საქართველოს პარლამენტის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი ამილახვარმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა;

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გაესაუბრნენ პოტენციურ დამსაქმებელს დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიება ერთის მხრივ გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას და მეორეს მხრივ გაზრდის დასაქმების მაჩვენებლს.

პროგრამები

კონტაქტი