აკადემიის შესახებ

აკადემია დაარსდა 2008წელს ,,IMAGE ACADEMY N”- ის სახელით, რომელიც წარმატებით ახორციელებდა სასერთიფიკატო კურსებს, სალონური მომსახურების სფეროში. 2014 წელს, აკადემიამ სახელი შეიცვალა და ეწოდა NATALI ACADEMY. .2015 წელს, NATALI ACADEMY-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (გადაწყვეტილება N3 04.02.2015), ხოლო 2019 წელს გაიარა რეავტორიზაცია ( გადაწყვეტილება N218 13.11.2019). აკადემია, ამ ეტაპზე ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს არაფორმალური განათლების აღიარებას (https://eqe.ge/res/docs/79753.pdf).

ნატალი აკადემია ერთადერთია ამ ეტაპისთვის რომელიც სილამაზის ინდუსტრიის ყველა მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს. დაინტერესებულ პირებს სთავაზოვს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და განსხვავებულ პროგრამებს, როგორც გრძელვადიან სახელმწიფო სადიპლომო ისე მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსებს, რომელთა შესასწავლად გეძლევათ საშუალება მიიღოთ როგორც 100%იანი ასევე 70%იანი თანადაფინანსება სახელმწიფოს მიერ

აკადემია გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებზე მოწყობილ კომფორტულ გარემოს ყველას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 

პროგრამები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. პრაქტიკა ხორციელდება აკადემიის დარგობრივ კაბინეტებში დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ

სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან აკადემიის სტუდიო სალონსა და ნატალი ჯგუფის სილამაზის ცენტრებში. კონკურენტებთან მიმართებაში, აკადემიის უპირატესობას წარმოადგენს ასევე, საკუთარი სასწავლო სტუდია-სალონის ფლობა, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას ახორციელებს „Natali Distribution“. ყოველივე ეს განაპირობებს, აკადემიის საგანმანათლებლო სერვისებით მოსარგებლეების ხარისხიან სასწავლო-პროფესიულ პრაქტიკას.

სტუდენტები ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა პარტნიორი კომპანიების გადაღებებსა თუ პროექტებში. დაარსებიდან დღემდე აკადემიის კურსდამთავრებულები ითვლებიან ყველაზე ძლიერ და მოთხოვნად კადრებად, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ისინი ადვილად საქმდებიან პრესტიჟულ სალონებში, კლინიკებსა თუ ბრენდირებულ სასტუმროებში, სადაც იქმნიან წარმატებულ პროფესიულ კარიერას.

აკადემიის პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიებიაკადემია მუდმივად ახორციელებს დარგის სპეციალისტების გადამზადებას, ასევე ტარდება სხვადასხვა სახის სემინარები პროფესიული სტუდენტებისათვის. სასწავლო პროცესში სტუდენტები მუშაობენ პრემიუმ ბრენდების პროდუქციით.აკადემია  მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ ბრენდებთან: GERMAINE DE CAPUCCINI, FRAMESI, NCLA, CLARISSA, MALLETI, SUNTACH, DEPILIVE, DEKA, THAT’SO, SO, CAP, GOLDSIN, SAUNAITALIA, SELENIA

სადიპლომო პროგრამების ფარგლებში შეგიძლიათ დაუფლოთ შემდეგ პროგრამებს: 

  1. ვიზაჟი
  2. სტილისტი
  3. ფრჩხილის სპეციალისტი
  4. კანის მოვლა და სპა პროცედურები

ხორციელდება მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამები:

  1. ლაზერული და ფოტო ეპილაცია
  2. კოლორისტიკა
  3. სტილისტი
  4. მანიკური-პედიკური
  5. ფრჩხილის დაგრძელება
  6. კანის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია
  7. სპა თერაპია
  8. წარბის კორექცია
  9. წამწამების კორექცია(lash-maker)
  10. ესთეტიკური კოსმეტოლოგია-სახის კანის მოვლა
  11. ვიზაჟისტი(make-up artist)

აკადემია საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლოს ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს NATALI GROUP -ის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. 2018 წელს, ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ, NATALI GROUP-ს საგანმანათლებლო საქმიანობაში წვლილის შეტანისთვის ჯილდო გადაეცა. 

 

აკადემია აქტიურადაა ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 100-მდე ბენეფიციარი, წარმატებით განხორციელდა პროექტი პროფესიული უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში

 

 

პროგრამები

კონტაქტი