სიახლეები

« სხვა სიახლეები

„დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება - კვალიფიკაცია- დასაქმება)

2018-11-01 10:16:46

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მეწარმეთა შორის და ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, პალატასთან შეიქმნა პლატფორმა - „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“, რომელშიც ჩართულები არიან, როგორც საჯარო  უწყებების,   ასევე დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. საბჭოს ძირითად მიზანია დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ  ყველა მხარეს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით პლატფორმის შექმნა, დუალური განათლების ცნობადობის ამაღლება,  დუალური განათლების დანერგვისთვის  ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - ში გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება - კვალიფიკაცია- დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბიზნეს სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე პალატის თავმჯდომარემ, ქ-მ ანინო ჩიქოვანმა, პსაქართველოს პრეზიდენტის ადმისიტრაციამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულბებმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ამ მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამოქმედო გეგმები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.

 

პროგრამები

კონტაქტი