2020-02-27 11:31:37
არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთა საბუთების მიღება უკვე დაწყებულია.
არაფორმალური განათლების აღიარება, პროფესიული განათლების რეფორმის კიდევ ერთ პროგრესული ნაბჯია, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ფორმალური განათლების მიღმა მიღებული ცოდნა, უნარები აღიარებული და დადასტურებული იქნეს სახელმწიფო დოკუმენტით - სერტიფიკატით ან დიპლომით. დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პირი, სრულად შეძლებს სახელმწიფო ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი ყველა კომპეტენციის დადასტურებას.
აკადემია ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ამ არაფორმალური განათლების აღიარების უფლება აქვს.
სილამაზის სფეროში ბევრი პროფესიონალი საქმიანობს, რომლებსაც საკუთარი კვალიფიკაციის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. უკვე ბევრია რეგულაცია, რომელიც ითოვს საკუთარი კომპეტენციების ოფიციალურად დადასტურებას. არაფორმალური განათლების აღიარება კი უმოკლესი გზაა, საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით დადასტურებისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, დღეს უკვე ყველა კვალიფიციური კადრისთვის ხელმისაწვდომია ევროპაში დასაქმება. აღიარების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები, სრულ შესაბამისობაშია, ევროკავშირის საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.
არაფორმალური განათლების აღიარებისთვის შეუძლიათ მგვმართონ სილამაზის მომსახურების სფეროს შემდეგმა სპეციალისტებმა:
დაიდასტურე კომპეტენცია სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით!!!
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
577 50 70 23
სერტიფიცირებული კონულტანტები:
მანანა მახარაშვილი 599 43 58 81
ეკატერინე გიგაშვილი 577 15 12 21