2017-10-26 07:37:00
თბილისის ჯანდაცვის ფორუმი ახალი ღონისძიებაა, რომელიც გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს ორი უძველესი გამოფენის - Caucasus Health-ისა და Tbilisi Beauty-ს გაერთიანებით შეიქმნა
26-28 ოქტომბერს, 2017 წელს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, სამი პარალელური სავაჭრო გამოფენა ჩატარდა, რომლებიც ერთი კონცეფციის ქვეშ გაერთიანდნენ:
Caucasus Healthcare - სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.
Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა.
Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები სრულად მოიცავდნენ ჯანდაცვის ინდუსტრიას.
გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო NATALI GROUP-მა და გადმოეცა შესაბამისი სერტიფიკატი