სიახლეები

« სხვა სიახლეები

საზოგადოებრივი კოლეჯი "Natali Academy" აცხადებს მიღებას სტილისტის მესამე და მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2015-07-28 13:25:48

"ჩვენ ვზრდით ახალი თაობის სტილისტებს"

2014 წლის 4 თებერვალს ნატალის იმიჯ აკადემია გახდა ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი ნატალი აკადემია.

აკადემიის მისიაა მოამზადოს საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას და გამოირჩევიან განსაკუთრებული ყურადღებით და თანამედროვე ტენდენციების ცოდნით.

აკადემიის  მთავარი ორიენტირი და ღირებულებებია:

*      ხარისხიანი განათლება

*      კომპეტენტურობა

*      პროფესიონალიზმი

*      მობილურობა და მოქნილობა

2015 წლის 27 ივლისიდან ნატალი აკადემიაში იწყება სტუდენტების განაცხადებისა და საბუთების მიღება სტილისტის პროგრამის მესამე და მეოთხე საფეხურზე სასწავლებლად.

საბუთები მიიღება 27 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 214 20 20 ან info@nataliacademy.ge

3 საფეხურის პროგრამაზე სწავლება მოიცავს 45 კრედიტს - 1125 საათი და გრძელდება დაახლოებით 7 თვემდე. სტუდენტები ისარგებლებენ  ანაზღაურებადი პრაქტიკით.

სტუდენტები გაივლიან ისეთ საგნებს როგორებიცაა:

ინგლისური ენა

ინფორმაციული ტექნოლოგიები

კომუნიკაცია

საპარიკმახერო საქმე

ფერთმცოდნეობის საფუძვლები

კომპოზიციის საფუძვლები

სასწავლო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

4  საფეხურის პროგრამაზე სწავლება მოიცავს 60 კრედიტს - 1500 საათი და გრძელდება დაახლოებით 9 თვემდე. სტუდენტები ისარგებლებენ  ანაზღაურებადი პრაქტიკით.

სტუდენტები გაივლიან ისეთ საგნებს როგორებიცაა:

ინგლისური ენა

ბიზნესის საფუძვლები

კოლორისტიკა

მოდის მარკეტინგი

სპეცილური ხტვა და მოდელირება

ინფორმაციული ტექნოლოგიები

სასწავლო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

 

პროგრამები

კონტაქტი