სიახლეები

« სხვა სიახლეები

შრომითი უნარების შემაჯამებელი გაკვეთილები თბილისის N51 და N58 საჯარო სკოლებში

2018-03-20 09:47:04

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ Natali Academy-ს სტილისტის პროგრამის შრომის გაკვეთილები თბილისის #51 და #58 საჯარო სკოლებში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა საინტერესო ვარცხნილობები წარმოადგინეს. N51 და N58 საჯარო სკოლებში გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრის ავტორები, რომლებსაც  საჩუქრად თმის ფენი გადაეცათ.
 გარდა ამისა  თითოეული მოსწავლე დასაჩუქრდა 20% ვაუჩერით, რომლით სარგებლობაც 2 წლის მანძილზე შეეძლებათ აკადემიის ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში. 

პროგრამები

კონტაქტი