სიახლეები

« სხვა სიახლეები

უნარების ეკოსისტემის კვლევა და განვითარება 18.07.2022

2022-07-19 13:01:00

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, უნარების კვირეული მიმდინარეობს

კვირეულის ფარგლებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული თემატური კონფერენციები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იღებს, მათ შორის - საჯარო და კერძო სექტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები

უნარების კვირეული კონფერენციით - უნარების ეკოსისტემის კვლევა და განვითარება გაიხსნა შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანა ჩერნიშოვამ და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელმა, ბექა თაგაურმა

კონფერენციის ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა ორი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი. კერძოდ, სააგენტოს დაკვეთითა და UNDP/SDC მხარდაჭერით, ჩატარდა დამსაქმებელთა კმაყოფილებისა და პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების კვლევა. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კვლევის მიგნებებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც უნარების სექტორის შემდგომი განვითარებისთვის უნდა გადაიდგას

კვირეულის მიზანია, სისტემაში ჩართული მხარეებთან დისკუსიის გამართვა და პოლიტიკის პრიორიტეტებზე კონსენსუსის მიღწევა, ასევე პროფესიული უნარების ეკოსისტემის განვითარების და რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირება


 

 

პროგრამები

კონტაქტი