სიახლეები

« სხვა სიახლეები

დუალური პროფესიული განათლების ტრენინგი

2018-01-17 08:51:53

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიხსნა დუალური პროფესიული სწავლების ხუთდღიანი ტრენინგი ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით - „სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით უპრეცედენტოა, რადგან მასში მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, და საერთაშორისო ორგანიზაციები. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა თავიანთ სამუშაო ადგილებზე (სკოლა, კოლეჯი, საწარმო) დუალური განათლების პროცესების წარმართვის შესაბამისად გარემოს მოწყობისთვის. ამასთან, გადამზადებული ინსტრუქტორები უნდა გაუძღვნენ დუალური განათლების პროცესებს სამუშო ადგილზე, იყვნენ ორიენტირებული საჭიროებებზე და მაღალკვალიფიციურ დონეზე უხელმძღვანელონ ტრენინგებს კომპანიებში. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას დუალური პროფესიული განათლების გერმანული პრაქტიკის შესახებ ქართულ სისტემასთან პარალელურ და შედარებით რეჟიმში. ღონისძიება გახსნეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ და გერმანელი ექსპერტმა დირკ რონეკემ. ტრენინგები პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ფინანსდება და მას საქართველოში 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებაა. Dio . დიო საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა" სკკა კერძო კოლეჯების ასოციაცია პროფესიული კოლეჯი იკაროსი.

 

წყარო: 

https://www.facebook.com/pg/BusinessUnionGEA/photos/?tab=album&album_id=1934645346564235

 

პროგრამები

კონტაქტი