სიახლეები

« სხვა სიახლეები

2017 წლის 20 თებერვალს „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი შედგა

2017-03-06 06:44:39

2017 წლის 20 თებერვალს  „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი შედგა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო გომელაურმა წევრ კოლეჯებს, 2015-2016 წლების ანგარიში წარუდგინა. ფორუმზე, ასევე გაიმართა, ასოციაციის გამგეობისა წევრებისა და პრეზიდენტის არჩევნები.

ასოციაციის გამგეობის წევრობისთვის 10 კანდიდატი იყო წარდგენილი, ხმათა უმრავლესობით, არჩეული იქნა შემდეგი კოლეჯები:

1.      საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA , დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.

2.      საზოგადოებრივი კოლეჯი“ პანაცეა“

3.      მარნეულის სამედიცინო კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი

4.      ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო, მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯი

5.      ინტერბიზნესის აკადემია

6.      საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“

7.      საზოგადოებრივი კოლეჯი “Natali Academy“

ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა ბ-ნი გიორგი ბერაია. ვიცე პრეზიდენტებად, ქალბატონები ია ერაძე და მაია ჩიხლაძე.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. ფორუმს ესწრებოდნენ ასევე პროფესიული გაერთიანების კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ქ-ნი თამარ მახარაშვილი და ბ-ნი კახაბერ ერაძე.

 

Natali Academy ულოცავს გამგეობის ახალ შემადგენლობასა და პრეზიდენტს გამარჯვებას და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. 

 

პროგრამები

კონტაქტი