2019-02-26 06:45:37
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჩართულ მხარეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
„მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განვითარებული შრომითი უნარები და უფრო კარგად იცოდნენ თუ რა შესაძლებლობები არსებობს პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში. 200-ზე მეტი სკოლა უკვე ტექნიკურად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ პროფესიული კურსები ხორციელდებოდეს სკოლის ბაზაზე.“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მასში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ.
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო