სტუდენტთა მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად. სარეგისტრაციო სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა. რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად/ბათილად ცნობის საფუძველი. რეგისტრაციის შემდეგომი ეტაპია პლიკანტთა შერჩევა. აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას. შერჩევის პერიოდი, ტესტირებისა და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/აქტებით. ინფორმაცია პროგრამაზე მიღების შესახებ ქვეყნდება საჯაროდ, დაწესებულების ვებ გვერდზე.
საქართველოს მოქალაქეების მიერ პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: