2017-03-20 07:21:39
2017 წლის 17-19 მარტს Natali Academy-ის პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი "პროფესიული განათლება საქართველოში-სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში". ტრენინგის მიზანი იყო დახმარებოდა აკადემიის პერსონალს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში,მიზნობრივი აქტივობებისა და სწავლების სათანადო მეთოდების განსაზღვრაში. ყურადღება გამახვილდა ასევე კომუნიკაციის პროცესსა და მოტივაციის მნიშვნელობაზე,სწავლების მიზნის დაგეგმვასა და სწავლებისას მნიშვნელოვანი მეთოდების შერჩევის მნიშვნელობაზე.ტრენინგი საინტერესოდ,ინტერაქტიულ რეჟმში წარიმართა.ტრენინგს უძღვებოდა " ტრენერთა საერთაშორისო კლუბის" თავჯდომარე ქ-ნი თეა ოსეფაშვილი.