პირველად საქართველოს განათლების სისტემაში დაინერგა კოლეგიალური ვიზიტების მექანიზმი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერაში.
თანამშრომლობითი ვიზიტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის დაბეჯითებით არის რეკომენდებული და მხარდაჭერილი ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ.