2017-02-11 12:41:50
Natali Academy
მიღება მე-3 და მე-4 საფეხურების სტილისტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტილისტის პროფესია მჭიდროდაა დაკავშირებული მოდასთან, მის ტენდენციებთან, სწორედ ამიტომ ის ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა და მოითხოვს გემოვნებიან, კრეატიულ, დახვეწილ სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ მოდის ტენდენციებისა და საპარიკმახერო საქმის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
აკადემია გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ ფართო პროფილის, მაღალი კვალიფიკაციის სტილისტები, შეისწავლოთ სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები, ასევე მისი შესაბამისი კლასიკური, საღამოსა და სადღესასწაულო ვარცხნილობების ტექნოლოგიები.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყება იგეგმება გაზაფხულიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თბილისი, კოსტავას ქ N67
ტელ: 577 50 70 23 ან 577 50 70 34