სიახლეები

« სხვა სიახლეები

საზოგადოებასთან ურთიერთობა უნარების ეკოსისტემაში 21.07.2022

2022-07-22 13:01:00

უნარების კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებათან ურთიერთობა უნარების ეკოსისტემაში, როლსა და განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო.
 
კონფერენციის მიზანი სწორედ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მათი ხედვის მოსმენა იყო.
 
კონფერენციის ფარგლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფების ფორმატში ამ პროფესიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს, საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს, დისკუსია გამართეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროგრამები

კონტაქტი