2017-03-30 12:34:59
22 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. კანონპროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მხარეები,სამინისტროს სოციალური პარტნიორები,საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღინიშნა, ისიც რომ,კანონპროექტი შეიქმნა როგორც ადგილობრივი კონტექსტის,ასევე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. კანონპროექტის განხილვას "საზოგადოებრივი კოლეჯი Natali academy" -ის ხარისხის მენეჯერი ქ-ნი მანანა მახარაშვილი ესწრებოდა. წყარო:http://mes.gov.ge