სიახლეები

« სხვა სიახლეები

დასაქმდი ნატალი ჯგუფში

2023-05-15 16:04:00

აიმაღლეთ კვალიფიკაცია და გახდით შეუცვლელი სპეციალისტები, რომლებიც დაეუფლებიან სხეულისა და სახის კანის მოვლის საერთაშორისო სტანდარტებს სილამაზის ინდუსტრიის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
სპა თერაპიის კვალიფიკაციის ასამღლებელი პროგრამა
კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
კურსის ფარგლებში შეისწავლება:
•სხეულის ზოგადი მასაჟის უნიკალური ტექნიკები Germaine de Capuccini-ს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად
•ლიმფოდრენაჟული მასაჟი
•ანტიცელულიტური მასაჟი
•თერმული და წყლის პროცედურები
•შეფუთვა და ექსფოლაცია
•სახის მასაჟი კანის ტიპის შესაბამისად
•სახლის პირობებში მოვლის საშუალებების შერჩევა კლიენტებისათვის
სემინარები ჩატარდება კვირაში სამჯერ
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30მაისი 12:00 საათი
კურსის ღირებულება თანადაფინანსებით შეადგენს 500 ლარს, 3000 ლარის ნაცვლად.
კურსზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია, რომ გქონდეთ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ 
რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე : nestan.matozashvili@natali.ge და გაიარონ გასაუბრება.
დასაქმების შესაძლებლობები : საუკეთესო კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს ნატალი ჯგუფის სპა ცენტრში. წარჩინებული კურსდამთავრებულებისათვის გაიცემა ნატალი აკადემიის სერთიფიკატი
არ გაუშვა შანსი შეაბიჯო Germaine de capuccini-ს სპა სამყაროში, რომლის პროდუქციას მსოფლიოს 84-ზე მეტი ქვეყნის ტოპ სასტუმროებსა და სპა ცენტრებში შეხვდებით

 

პროგრამები

კონტაქტი