სიახლეები

« სხვა სიახლეები

პროფესიული განათლების კვირეული

2020-12-09 09:20:17

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული.

ოთხდღიანი ონლაინ კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები.

Natali Academy-ს პერსონალი ჩართულია კონფერენციაში. აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრა იმ გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ, რაც COVID-19-ის ფონზე აკადემიისა და ზოგადად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე დადგა.  https://www.facebook.com/Skills4jobsTA/videos/3819704624747442/

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ https://www.facebook.com/Skills4jobsTA

 

 

პროგრამები

კონტაქტი