არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურა
-
არაფორმალური განათლების აღიარების დოკუმენტის შემუშავების მიზანია შპს საზოგადოებრივ კოლეჯში Natali Academy არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის ორგანიზებული წარმართვა და არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის (შემდეგში – მაძიებლისთვის), ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობა.
-
არაფორმალური განათლების აღიარება დასაშვებია, კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და ამ წესის შესაბამისად, იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ნაწილში, რომელთა განხორციელების უფლება აკადემიას მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.