NATALI ACADEMY არის NATALI GROUP-ის წევრი, რომელიც სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის ოცდახუთ წელს ითვლის. NATALI GROUP სილამაზის სამყაროში ძლიერი, ქართული ბრენდია, რომელიც გვთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას, მაღალი ხარისხის პროფესიონალურ პროდუქციას, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა და მეგობრულ გარემოს.
ამ სახელით პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გამოჩნდა. დღეს NATALI GROUP მომხმარებელს სთავაზობს ესთეტიკისა და ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც აერთიანებს საპარიკმახერო, ფრჩხილისა და კოსმეტოლოგიურ სერვისებს, ექსკლუზიურ სპას GERMAINDE DE CAPUCCINI-სგან, სოლარიუმ კლუბს, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოში წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს, ესთეტიკურ ცენტრს NATALI ANTI AGE CLINIC და აკადემიას, სადაც გავცემთ პროფესიულ განათლებას სალონური მომსახურების სფეროში.
აკადემია დაარსდა 2008წელს ,,IMAGE ACADEMY N”- ის სახელით, რომელიც წარმატებით ახორციელებდა სასერთიფიკატო კურსებს, სალონური მომსახურების სფეროში. დაარსებიდან დღემდე აკადემიის კურსდამთავრებულები ითვლებიან ყველაზე ძლიერ და მოთხოვნად კადრებად, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ისინი ადვილად საქმდებიან პრესტიჟულ სალონებში, კლინიკებსა თუ ბრენდირებულ სასტუმროებში, სადაც იქმნიან წარმატებულ პროფესიულ კარიერას. სწორედ ამ ფაქტებმა უბიძგა აკადემიის დამფუძნბლებს, მიეღოთ გადაწყვეტილება, ფორმალური განათლების სფეროში გადაედგათ დიდი ნაბიჯი, რომელსაც დღეს ყველა ნატალი აკადემიის სახელით იცნობს.
2014 წელს, აკადემიამ სახელი შეიცვალა და ეწოდა NATALI ACADEMY. აკადემიის ადმინისტრაციამ, NATALI GROUP-ის წამყვან სპეციალისტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე, შეიმუშავა სტილისტის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განსახორციელებლად მოიწვია საუკეთესო სპეციალისტები.2015 წელს, NATALI ACADEMY-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (გადაწყვეტილება N3 04.02.2015), ხოლო 2019 წელს გაიარა რეავტორიზაცია ( გადაწყვეტილება N218 13.11.2019). აკადემია, ამ ეტაპზე ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს არაფორმალური განათლების აღიარებას (https://eqe.ge/res/docs/79753.pdf).
აკადემია მჭიდროდ თნამშრომლობს პარტნიორებთან, სხვადასხვა ტელევიზიებთან, სამოდელო და მოდის ინდუსტრიის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებსაც აკადემიის სტუდენტები უწევენ მომსახურებას
აკადემია მჭიდროდ თნამშრომლობს პარტნიორებთან, სხვადასხვა ტელევიზიებთან, სამოდელო და მოდის ინდუსტრიის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებსაც აკადემიის სტუდენტები უწევენ მომსახურებას
NATALI ACADEMY-ს უპირატესობაა, რომ რეგიონულ სილამაზის ინდუსტრიის ბაზარზე ლიდერი ჯგუფის NATALI GROUP-ის წევრია, რომელიც მსოფლიო პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. დღეს ნატალი ჯგუფი 6 მიმართულებას აერთიანებს: NATALI ANTI AGE CLINIC, COLOR DRY BAR, WELLNES LAB, SPA CONCEPT-საკონსულტაციო ჯგუფი, NATALI ACADEMY-საზოგადოებრივი კოლეჯი და სადისტრიბუციო კომპანია.
ნატალი ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ექსკლუზიურ წარომადგენელს საქართველოსა და რეგიონებში. აკადემია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ ბრენდებთან: GERMAINE DE CAPUCCINI, FRAMESI, NCLA, CLARISSA, MALLETI, SUNTACH, DEPILIVE, DEKA, THAT’SO, SO, CAP, GOLDSIN, SAUNAITALIA, SELENIA . იყენებს მათ პროდუქციას სასწავლო პროცესში. მართავს მასტერ-კლასებსა და სემინარებს მსოფლიო ბრენდების ტოპ-სტილისტებისა და სპეციალისტების მიერ.
კონკურენტებთან მიმართებაში, აკადემიის უპირატესობას წარმოადგენს ასევე, საკუთარი სასწავლო სტუდია-სალონის ფლობა, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას ახორციელებს NATALI GROUP-ის წევრი ფირმა „Natali Distribution“. ყოველივე ეს განაპირობებს, აკადემიის საგანმანათლებლო სერვისებით მოსარგებლეების ხარისხიან სასწავლო-პროფესიულ პრაქტიკას.
აკადემია საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლოს ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს NATALI GROUP -ის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. 2018 წელს, ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ, NATALI GROUP-ს საგანმანათლებლო საქმიანობაში წვლილის შეტანისთვის ჯილდო გადაეცა.
აკადემია აქტიურადაა ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 100-მდე ბენეფიციარი, წარმატებით განხორციელდა პროექტი პროფესიული უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში