პროგრამა: ვიზაჟისტი/Make-up artist
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ №71
პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება
პროგრამის მიზანი: კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კლიენტის მოთხოვნის, მისი ინდივიდუალური თავისებურებების (სახის, თვალის ფორმა, ფერი, გარეგნულ იერი/ტიპაჟი) და უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, წარმატებით შესარულებენ ვიზაჟის მომსახურებას.
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8
სასწავლო საათობრივი დატვირთვა: სულ 162 საათი , აქედან კვირეული დატვირთვა 20 სთ
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია:
დღის მაკიაჟის შესრულება;
საღამოს მაკიაჟის შესრულება;
საქორწინო მაკიაჟს შესრულება;
გრიმის შესრულება ფოტოსესიისთვის;
ტელეგრიმის შესრულება;
ინდივიდუალური კონცეფციის შესაბამისად გრიმის გაკეთება.
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი.